Saturday, December 27, 2008

ღვინო - ბიოლოგიური სითხე


ღვინო ბიოლოგიური სითხეა. იგი სასაიამოვნო სასმელია. მიიღება ყურძნის ტკბილი ალკოჰოლური დუღულის შედეგად. იგი მაჭრდება, ღვინდება, ვარგდება, ძველდება, ავადდება და კვდება.

ყურძნის ჯიშისა და ღვინის სითხის გამძლეობა ერთნაირი როდია, ზოგი მეტ ხანს ძლებს, ზოგი - ნაკლებს. თბილისის ღვინის პირველი ქარხნის კოლექციაში ინახება ნაპოლეონის დროინდელი (1806 წლის მოსავლის) პორტვეინი და 1888-1890 წლების ღვინოები.

ღვინის ზომიერი სმა აძლიერებს ენდოკრინული აპარატის სეკრეციას, აძლიერებს მადას, იწვევს ღრმა ძილს.

ფრანგმა მეცნიერმა ფლანზიმ კლერტსა და ჭაჭაზე ნადუღი ღვინო ანტისკლეროზულ პროდუქტად აღიარა, რაც მასში შემავალ საფერავ და სათრიმლავ ნივთიერებებს მიეწერება. უნდა აღინიშნოს G და B ჯგუფების (B1, B2, B6, B12) ვიტამინების არსებობა და აგრეთვე ჭაჭაზე ნადუღ თეთრ ღვინოში (კახური, ტიბაანი) C ვიტამინი.

უკანასკნელ ხანებში ყურადღება მიექცა ღვინოში შემავალ მიკროელემენტებს (Mn, Bo, J და სხვა) და მათ გამოყენებას ადამიანის ჯანმრთელოიბის გასაუმჯობესებლად.

მაშასადამე, ღვინო უნდა მივიჩნიოთ დიეტურ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სამკურნალ პროდუქტად. ამიტომ თქმულება - „რძე მოზარდთა ღვინოა, ხოლო ღვინო მოხუცთა რძეა“ - მართებულად უნდა ჩაითვალოს.

ღვინო მასაზრდოებელი და დიეტური სასმელია. ეს საკითხიმეცნიერთა შორის დავას უკვე აღარ იწვევს. სამამულო ომის წლებში ფართოდ იყენებდნენ ღვინოს დაჭრილთა სამკურნალოდ. ამრიგად, საექიმო პრაქტიკაში იჭრება მკურნალობის ახალი სახე - ენოთერაპია.

ვაზის უალკოჰოლო პროდუქტები

ვაზის უალკოჰოლო პროდუქციის (ყურძნის წვენი, ჩურჩხელა, ფელამუში, ტკბილი კვერი და სხვა) სასრგებლო თვისებების მტკიცება ზედმეტია. ერთი ჭიქა ყურძნის წვენი ნოყიერებით თითქმის 1 ჭიქა რძეს უდრის.

ჩვენი წინაპრები უღვინოდ არ სადილობდნენ, არც ლხინს იხდიდნენ და არც სამგზავროდ მიდიოდნენ. უალკოჰოლო ნაწარმს (ჩურჩხელას, ბადაგს, თკბილ კვერს) ისინი უფრო მეტად ომიანობის დროიყენებდნენ. ასეთი კონცენტრანტები დიდხანს ინახება (1-2 წელი), ადვილად სატარებელი და მეტად ნოყიერია. კერძოდ, ჩურჩხელა ნოყიერებით შოკოლადს არ ჩამოუვარდება. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას. მის გულში კი ნიგვზისა და თხილის სახით ბევრი ცხიმია.